საწყისი
პროექტები
კლიენტები
კონტაქტი
სხვა
ფორუმი
ჩვენს შესახებ
მასივსოფტი შეიქმნა 2005 წელს და 2010 წლამდე საქმიანობდა როგორც დამოუკიდებელ პროგრამისტთა ჯგუფი. ამ პერიოდში დასრულდა 50 მდე პროექტი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში. არსებულ მომხმარებლებს შორის ჭარბობს სადისტრიბუციო კომპანიები და საცალო გაყიდვების მაღაზიები. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სფეციფიკის ორგანიზაციების პროგრამული უზრუნველყოფა (ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია, სააღრიცხვო რეპორტინგი და სტატისტიკა, ბუღალტრული აღრიცხვისთვის ინფორმაციის მომზადება), პროგრამების ტიპი და ფუნქციონალური შესაძლებლობები მზადდება დამკვეთის სამუშაო სპეციფიკიდან და ორგანიზაციული სტრუქტურიდან გამომდინარე. კომპანია ცდილობს შეისწავლოს ბაზარი და ჩამოაყალიბოს საერთო მიდგომა ქართული IT ბაზრის მიმართ. უკვე გაკეთებული ანალიზიდან გამომდინარე კომპანია გეგმავს აწარმოოს ისეთი ტიპის პროდუქტი რომელიც მორგებული იქნება ყოველ კონკრეტულ დამკვეთზე და რომელიც ამავე დროს შესაძლებელს გახდის სხვადასხვა ბიზნეს სფეროების ერთმანეთთან ურთიერთობის ავტომატიზაცაის.
მომსახურების სპეციფიკა
ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურების მთავარი დადებითი მხარე არის ის რომ, ყოველი დამკვეთის მიმართ ჩვენი მიდგომა არის ინდივიდუალური და არასოდეს არ ვცდილობთ ვაიძულოთ დამკვეთი მოერგოს უკვე არსებულ რომელიმე მსგავს პროგრამას რადგან, მიგვაჩნია რომ ყოველ კომპანიას სჭირდება საკუთარი ინდივიდუალურ სტრუქტურაზე მორგებული სააღრიცხვო თუ სხვა სახის კომპიუტერული პროგრამა და მხოლოდ ამ მიდგომით შექმნილ პროდუქტს შეუძლია მისცეს მის მომხმარებელს მაქსიმალურად სასარგებლო და ზუსტი ინფორმაცია. მისი გამოყენების კომფორტულობაც ჩვენის აზრით, რა თქმა უნდა დამოკიდებულია მომხმარებლის მოთხოვნების მაქსიმალურ გათვალისწინებაზე ამა თუ იმ პროგრამის შექმნისას. ასევე დადებით მხარედ მიგვაჩნია ის რომ, მომხმარებელს არ სჭირდება ჩვენს მიერ შექმნილ პროგრამასთან სამუშაოდ სპეციალური ფასიანი სასწავლო კურსისი გავლა.
სიახლე: სადისტრიბუციო პროგრამა ანდროიდისთვის
დასრულდა მუშაობა სადისტრიბუციო პროგრამის დილერის ნაწილის ანდროიდის ვერსიაზე. პროგრამა გათვლილი ანდროიდის ოპერატიული სისტემის მქონე სმართფონებისთვის ვერსია 4.0 დან. ახალ პროგრამაში შესულია ყველა ის ფუნქცია რაც იყო იყო Windows პოკეტის პროგრამაში და დამატებულია რამდენიმე ახალი. პროგრამის სქრინშოთები და სრული აღწერა შეგიძლიათ ნახოთ აქ.
სიახლე
2015 წელი. 3 თებერვალი‎
დასრულდა ანდროიდის სისტემაზე ახალი პროდუქტის (ANDIBAS) ტესტირება. პროგრამა წარმოადგენს დამოუკიდებელ მოდულს რომელიც განკუთვნილია იმ დისტრიბუტორებისთვის რომლებსაც არ გააჩნიათ ძვირადღირებული სადისტრიბუციო - სააღრიცხვო პროგრამა.
პროგრამაში რეალიზებულია:


  • სასაქონლო სიის იმპორტი RS-იდან ან ფაილიდან
  • კლიენტების სიის იმპორტი ფაილიდან
  • ბორტის ნაშთის კონტროლი
  • დებიტორების კონტროლი
  • ზედნადებების(დისტრიბუცია, ქვე ზედნადები, დაბრუნება) ატვირთვა რს-ზე
  • დისტრიბუციის ზედნადების დახურვა
  • რეალიზებული საქონლის ექსპორტი სმარტფონიდან ექსელის ცხრილში
  • ვიზიტირებული კლიენტების და ჯამური თანხების ექსპორტი ექსელის ცხრილში
  • და ა.შ.
სატესტო ვერსიის გადმოწერა შეგიძლიათ აქედან.
სატესტო ვერსიის შეზღუდვები:
  • შესაძლებელია მხოლოდ 2 კლიენტის რეგისტრირება
  • შესაძლებელია მხოლოდ 3 პროდუქტის რეგისტრირება
  • დეაქტივირებულია ბაზის აღდგენა ფაილიდან
დამატებითი მომსახურება
ჩვენი კომპანია ასევე გთავაზობთ IT სისტემების სრული გამართვის მომსახურებას. ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკის შერჩევაში და მათ ინსტალაციაში.
ჩვენ გთავაზობთ:
  • სერვერების ინსტალაცია
  • შიდა ქსელების გამართვა - მოვლა
  • ოპერატიული სისტემების მოვლა - ინსტალაცია
დამხმარე პროგრამები
დაშორებული დახმარების პროგრამა TEAMVIEWER ჩამოსატვირთად მიყევით ბმულს
... მისამართზე გადასვლა...
11 დეკემბერი. 2012 00:43:49 24 | 23 | 19
Software სიახლეები
ინგლისური საიტი როგორც პროგრამულ ასევე საერთოდ კომპიუტერული სიახლეებით
... მისამართზე გადასვლა...
02 დეკემბერი. 2011 19:04:11 1 | 1 | 1
ინგლისური საინფორმაციო პორტალი. აქვს განყოფილება პროგრამული სიახლეების შესახებ.
... მისამართზე გადასვლა...
02 დეკემბერი. 2011 18:42:11 3 | 2 | 1
Hardware სიახლეები

ქართული საინფორმაციო პორტალი ფორუმით და ბევრი საინტერესო ინფორმაციით.
... მისამართზე გადასვლა...
03 დეკემბერი. 2011 06:15:12 4 | 3 | 1

დიდი საინფორმაციო პორტალლი, უამრავი აქტუალური ინფორმაციით IT ტექნოლოგიებზე.
... მისამართზე გადასვლა...
02 დეკემბერი. 2011 21:12:17 3 | 1 | 0

უამრავი ინფორმაცია კომპიუტერებზე და საერთოდ IT ტექნოლოგიებზე.
... მისამართზე გადასვლა...
02 დეკემბერი. 2011 19:52:42 2 | 0 | 0
კომპიუტერული ტექნიკის უახლესი დაწვრილებითი ინფორმაციები.
... მისამართზე გადასვლა...
02 დეკემბერი. 2011 19:49:18 1 | 0 | 1
პროგრამირების სიახლეები
ინგლისურ ენოვანი საიტი სხვადასხვა სისტემების პროგრამირების ინფორმაციებით და სიახლეებით.
... მისამართზე გადასვლა...
03 დეკემბერი. 2011 06:28:07 1 | 2 | 0
PHP -ს ერთერთი ყველაზე დიდი გერმანულენოვანი საიტი. უამრავი ინფორმაციით და მაგალითებით.
... მისამართზე გადასვლა...
02 დეკემბერი. 2011 12:11:15 2 | 1 | 0
სოც. ქსელი