GE EN RU
საწყისი
პროექტები
კლიენტები
კონტაქტი
ფასები
სხვა
ჩვენს შესახებ
Article Imageმასივსოფტი შეიქმნა 2005 წელს და 2010 წლამდე საქმიანობდა როგორც დამოუკიდებელ პროგრამისტთა ჯგუფი. ამ პერიოდში დასრულდა 50 მდე პროექტი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში. არსებულ მომხმარებლებს შორის ჭარბობს სადისტრიბუციო კომპანიები და საცალო გაყიდვების მაღაზიები. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა სპეციფიკის ორგანიზაციების პროგრამული უზრუნველყოფა (ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია, სააღრიცხვო რეპორტინგი და სტატისტიკა, ბუღალტრული აღრიცხვისთვის ინფორმაციის მომზადება), პროგრამების ტიპი და ფუნქციონალური შესაძლებლობები მზადდება დამკვეთის სამუშაო სპეციფიკიდან და ორგანიზაციული სტრუქტურიდან გამომდინარე. კომპანია ცდილობს შეისწავლოს ბაზარი და ჩამოაყალიბოს საერთო მიდგომა ქართული IT ბაზრის მიმართ. უკვე გაკეთებული ანალიზიდან გამომდინარე კომპანია გეგმავს აწარმოოს ისეთი ტიპის პროდუქტი რომელიც მორგებული იქნება ყოველ კონკრეტულ დამკვეთზე და რომელიც ამავე დროს შესაძლებელს გახდის სხვადასხვა ბიზნეს სფეროების ერთმანეთთან ურთიერთობის ავტომატიზაცაის.
მომსახურების სპეციფიკა
Article Imageჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურების მთავარი დადებითი მხარე არის ის რომ, ყოველი დამკვეთის მიმართ ჩვენი მიდგომა არის ინდივიდუალური და არასოდეს არ ვცდილობთ ვაიძულოთ დამკვეთი მოერგოს უკვე არსებულ რომელიმე მსგავს პროგრამას რადგან, მიგვაჩნია რომ ყოველ კომპანიას სჭირდება საკუთარი ინდივიდუალურ სტრუქტურაზე მორგებული სააღრიცხვო თუ სხვა სახის კომპიუტერული პროგრამა და მხოლოდ ამ მიდგომით შექმნილ პროდუქტს შეუძლია მისცეს მის მომხმარებელს მაქსიმალურად სასარგებლო და ზუსტი ინფორმაცია. მისი გამოყენების კომფორტულობაც ჩვენის აზრით, რა თქმა უნდა დამოკიდებულია მომხმარებლის მოთხოვნების მაქსიმალურ გათვალისწინებაზე ამა თუ იმ პროგრამის შექმნისას. ასევე დადებით მხარედ მიგვაჩნია ის რომ, მომხმარებელს არ სჭირდება ჩვენს მიერ შექმნილ პროგრამასთან სამუშაოდ სპეციალური ფასიანი სასწავლო კურსისი გავლა.
IT მომსახურება
Article Imageჩვენი კომპანია ასევე გთავაზობთ IT სისტემების სრული გამართვის მომსახურებას. ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან თქვენთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკის შერჩევაში და მათ ინსტალაციაში.
ჩვენ გთავაზობთ:
  • კომპიუტერული ქსელებისა და სერვერების მომსახურება
    • სერვერული მოწყობილობების შერჩევა–კონსულტაცია
    • სერვერული მოწყობილობების კონფიგურირება–გაშვება
    • სერვერული მოწყობილობების ადმინისტრირება
    • კლიენტ–სერვერული პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირება
    • სერვერული მოწყობილობების ტექნიკური მომსახურება/უზრუნველყოფა
    • სერვერული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და მომსახურება
    • სერვერული მოწყობილობების ქსელური უზრუნველყოფა
    • რეგულარული აუდიტი, პროფილაქტიკა, რემონტის მხარდაჭერა
  • სამუშაო ადგილების მომსახურება
    • მომხმარებელთა კონსულტაცია ტელეფონით
    • სამუშაო ადგილების მოწყობილობათა შერჩევა–კონსულტაცია
    • მუშა სადგურების კონფიგურირება და გაშვება
    • მუშა სადგურების ადმინისტრირება
    • კონსულტირება პროგრამული სისტემების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით
    • მუშა სადგურების დატვირთვის კონტროლი და მართვა
    • სამუშაო ადგილების ინვენტარიზაცია
    • კომპიუტერული ტექნიკის რეგულარული აუდიტი და პროფილაქტიკური მომსახურება
  • ინფორმაციის უსაფრთხოება
    • კონსულტაციები ინტერნეტთან წვდომის და დაცვის საშუალებების შერჩევისას
    • ინტერნეტთან წვდომის და დაცვის საშუალებების კონფიგურირება და მხარდაჭერა
    • ანტივირუსული კომპლექსების მხარდაჭერა და მართვა
    • ინფორმაციის რეზერვირების სისტემის ორგანიზება, აღდგენის მხარდაჭერა
    • ინციდენტების მართვა
    • ქსელური აქტიურობის კონტროლი
    • უსაფრთხოების პოლიტიკების გაწყობა
    • საინფორმაციო უსაფრთხოების რეგულარული აუდიტი
  • პროგრამული უზრუნველყოფა
    • კონსულტაციები პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევისას
    • პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, მხარდაჭერა, განახლება
    • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების მხარდაჭერა
    • სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და გამოყენების მხარდაჭერა
  • სარეზერვო კვება
    • სარეზერვო კვების კონცეფციის შემუშავება
    • კონსულტაციები სარეზერვო კვების აპარატურის შერჩევისას
    • სარეზერვო კვების ორგანიზების მხარდაჭერა
    • სარეზერვო კვების სისტემის დოკუმენტირება, პერსონალის მომზადება
    • სარეზერვო კვების სისტემის ექსპლუატაციისა და რემონტის მხარდაჭერა
    • სარეზერვო კვების სისტემის რეგულარული აუდიტი და პროფილაქტიკის მხარდაჭერა
  • მომხმარებლებისა და პერსონალის სწავლება
    • საინფორმაციო სისტემის მომხმარებელთათვის პრიორიტეტული სასწავლო მასალის გამოვლენა, პროგრამებისა და გრაფიკების შედგენა
    • მომხმარებელთა სწავლებები და ტრენინგები
    • ახალი პროგრამული სისტემების დანერგვის მხარდაჭერა
არავერბალური კომუნიკაციის ტრენინგი
Article Imageვის სჭირდება არავერბალური კომუნიკაციის ცოდნა:
პრაქტიკულად ყველა იმ ადამიანს, რომელსაც კომპანიაში დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, უშუალო შეხება აქვს მომხმარებელთან და მისი კომუნიკაციური უნარების ეფექტურობაზეა დამოკიდებული, როგორც ბიზნესის, ისე პირადი კარიერული წარმატება. არავერბალური კომუნიკაციის ცოდნა საჭიროა, ისეთი ტიპის ბიზნესით დაკავებული ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის, როგორიც არის სასტუმრო, რესტორანი, საცალო გაყიდვების მაღაზიები, სადაზღვევო, სადისტრიბუციო კომპანიები და ა.შ.
სატრენინგო კურსი მოიცავს 7-დან 10-დღემდე ვადას - (დამოკიდებულია ჯგუფის მხრიდან მასალის ათვისების ხარისხზე).
დღის განმავლობაში ტრენინგის ხანგრძლივობა არ აღემატება 2 საათს გარდა იმ ეტაპისა, როდესაც ხდება მსმენელთა პრაქტიკიდან აღებული მაგალითების განხილვა/ანალიზი.
ჯგუფის შემადგენლობა უნდა იყოს მაქსიმუმ 14 ადამიანი. (თანამშრომლების მეტი რაოდენობის შემთხვევაში დაკომპლექტდება რამოდენიმე ჯგუფი)

ტრენინგის თემატიკა:
  • ჟესტებისა და პოზის ძირითადი ტიპები.
  • ჟესტების წარმოქმნა და კონტექსტის მნიშვნელობა.
  • რეპრეზენტაციული სისტემა
  • კუმუნიკაციის ტიპები და ფორმები - ჟესტების პრაქტიკული გამოყენება მოლაპარაკებებისას (მორგებული დამკვეთი ორგზანიზაციის სამუშაო სპეციფიკაზე) .
  • მსმენელთა პრაქტიკიდან აღებული მაგალითების განხილვა/ანალიზი
  • «სარკის" მეთოდის გამოყენება.
  • უცხო ტერიტორიაზე ეფექტური შესვლის უნარები.
  • საკომუნიკაციო სივრცის ანალიზი.
ტრენინგის გავლის შემდეგ, პერსონალს ეცოდინება ჟესტების ძირითადი ტიპები, მათი წარმოქმნის მექანიზმები და მნიშვნელობითი ანალიზი. «სარკის» მეთოდის გამოყენება. კომუნიკაციის კონტექსტის მიხედვით ჟესტების და პოზების მნიშვნელობების განსაზღვრა. გამომუშავებული ექნებათ მოლაპარაკებების პროცესისთვის მზადების უნარები.

ტრნინგის ფასი განისაზღვრება გადასამზადებელი თნამშრომლთა რაოდენობით:
    20-30 თანამშრომელი - ერთი პერსონის გადამზადების ღირებულება - 120 ლარი
  • 30-50 თანამშრომელი - ერთი პერსონის გადამზადების ღირებულება - 70 ლარი
  • 50 და მეტი თანამშრომელი - ერთი პერსონის გადამზადება - 40 ლარი
(ფასები მოცემულია გადასახადების გარეშე)

ლადო ჩალათაშვილს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. თეორიული ცოდნა მიღებული აქვს დ. უზნაძის სახელობის სამედიცინო ფსქილოგიის ინსტიტუტში. ადამიანური რესურსების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობისას, მის მიერ გადამზადებული იქნა საცალო ვაჭრობისა და სადისტრიბუციო კომპანიების 800-ზე მეტი თანამშრომელი.
დამხმარე პროგრამები
დაშორებული დახმარების პროგრამა TEAMVIEWER ჩამოსატვირთად მიყევით ბმულს
... მისამართზე გადასვლა...
11 დეკემბერი. 2012 00:43:49 27 | 29 | 22
პარტნიორი ორგანიზაციები

მონაცემთა ანალიზი - თქვენი საქმიანობის წარმატების საწინდარია!
... მისამართზე გადასვლა...
19 მაისი. 2020 03:27:54 2 | 0 | 0
Software სიახლეები
ინგლისური საიტი როგორც პროგრამულ ასევე საერთოდ კომპიუტერული სიახლეებით
... მისამართზე გადასვლა...
02 დეკემბერი. 2011 19:04:11 2 | 1 | 1
ინგლისური საინფორმაციო პორტალი. აქვს განყოფილება პროგრამული სიახლეების შესახებ.
... მისამართზე გადასვლა...
02 დეკემბერი. 2011 18:42:11 4 | 2 | 2
Hardware სიახლეები

ქართული საინფორმაციო პორტალი ფორუმით და ბევრი საინტერესო ინფორმაციით.
... მისამართზე გადასვლა...
03 დეკემბერი. 2011 06:15:12 4 | 3 | 1

დიდი საინფორმაციო პორტალლი, უამრავი აქტუალური ინფორმაციით IT ტექნოლოგიებზე.
... მისამართზე გადასვლა...
02 დეკემბერი. 2011 21:12:17 3 | 1 | 0

უამრავი ინფორმაცია კომპიუტერებზე და საერთოდ IT ტექნოლოგიებზე.
... მისამართზე გადასვლა...
02 დეკემბერი. 2011 19:52:42 2 | 0 | 0
კომპიუტერული ტექნიკის უახლესი დაწვრილებითი ინფორმაციები.
... მისამართზე გადასვლა...
02 დეკემბერი. 2011 19:49:18 1 | 0 | 1
საინტერესო ბმულები

საინტერესეო ინფორმაციები ჰაკერებისთვის და არამარტო...
... მისამართზე გადასვლა...
02 თებერვალი. 2017 13:00:04 1 | 0 | 0
პროგრამირების სიახლეები
ინგლისურ ენოვანი საიტი სხვადასხვა სისტემების პროგრამირების ინფორმაციებით და სიახლეებით.
... მისამართზე გადასვლა...
03 დეკემბერი. 2011 06:28:07 1 | 2 | 0
PHP -ს ერთერთი ყველაზე დიდი გერმანულენოვანი საიტი. უამრავი ინფორმაციით და მაგალითებით.
... მისამართზე გადასვლა...
02 დეკემბერი. 2011 12:11:15 2 | 1 | 0
სოც. ქსელი